პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა.
მისი თქმით, ანამნეზში იყო გულის უკმარისობა და მოციმციმე არითმია.
„ამ ეტაპზე კლინიკაში 115 პაციენტი გვყავს. ინფიცირებულია 86 პაციენტი. რაც შეეხება რეანიმაციას, იქ შვიდი პაციენტია. მამაკაცთან მიმართებაში, რომელზეც გუშინ ვაცხადებდი, რომ იყო მძიმე მდგომარეობაში, დღეს ბიოლოგიური სიკვდილი დადასტურტდა. ასაკით 83 წლის იყო, ქრონიკული პათოლოგიებით – გულის უკმარისობა, მოციმციმე არითმია. ჩატარებული ღონისძიებები აღმოჩნდა უშედეგო“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში ექვსი პაციენტია გარდაცვლილი.