საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 485-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 485-მდე გაიზარდა. მათგან 139 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 კი – გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განთავსდა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 4 928 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 522 პირი.