საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსისგან სულ 149 პაციენტი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ინფიცირებულებს, მათი რაოდენობა 485-ს შეადგენს.
გთავაზობთ დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ დიაგრამას, რომელზეც ასახულია საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებისა და გამოჯანმრთელების დინამიკა პირველი შემთხვევის დადასტურებიდან დღემდე.