საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 486-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსი 486 ადამიანს დაუდასტურდა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ამასთანავე ამ დრომდე კორონავირუსისგან 149 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში – 4833 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 571 ადამიანი რჩება.