საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 497-მდე , ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 156-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.კარანტინის რეჟიმშია 5107 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 534 პირია.
ინფორმაციისთვის, 497 ინფიცირებული 6 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.