საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 115 შემთხვევაა დადასტურებული.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 5106 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 294.