საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პირი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ, თბილისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მარინა ეზუგბაიას თქმით, სულ ჯამში საქართველოში ამ ეტაპზე 22 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
„დაგვემატა ერთი ახალი გამოჯანმრთელებული, რომელმაც გუშინ დატოვა ჩვენი ცენტრი. ჩვენს კლინიკას უკვე ყავს 19 გამოჯანმრთელებული პაციენტი, სამი არის საჩხერეში. ჯამში საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულია 22 პირი“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 115 შემთხვევაა დადასტურებული. ამასთან, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5106 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 294.