საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთა რაოდენობა ამ დროისთვის 117-ს შეადგენს, მათ შორის 23 გამოჯანმრთელებულია.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით დაინფიცირებული ორი ახალი პაციენტიდან, ერთ-ერთი 10 წლის ბავშვია.
მისივე განცხადებით, მოზარდი ბათუმიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.
რაც შეეხება მეორე ახალ დაინფიცირებულს, ეზუგბაიას თქმით, პაციენტი სომხეთიდანაა ჩამოსული.
„მეორე პაციენტი გადმოჰყავთ ბათუმიდან, ეს არის ათი წლის ბავშვი. მისი ისტორია არ არის ჩემთვის ცნობილი. გადმოჰყავთ მშობელთან ერთად, მშობელს არ აქვს დადასტურებული კორონავირუსი.
ერთი შემთხვევა უკვე ჩვენთან შემოყვანილია. ეს არის იმპორტული და შემოტანილი შემთხვევა, სომნხეთიდანააა ჩამოსული. მისი მდგომარეობა ჯერჯერობით არ არის მძიმე, კეთდება კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები და ხვალ მოგახსენებთ მის მდგომარეობას საბოლოო მონაცემებთან ერთად“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 5 783 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 301.