საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 130-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთა რაოდენობა ამ დროისთვის 130-ს შეადგენს, მათ შორის 23 გამოჯანმრთელებულია.

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 5 437 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 260 პირი.