საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 131 დადასტურებული შემთვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 26 ადამიანი.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 5550 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 281.