საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 148-მდე გაიზარდა

 საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების  14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

 ქვეყანაში ამ დროისთვის კორონავირუსის 148 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 27 მოქალაქე.

 შეგახსენებთ, ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 5550, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 281 პირი.