საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 157-მდე გაიზარდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმშია 5526 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344 პირი.
შეგახსენებთ, ვირუსით ინფიცირებული 157 ადამიანიდან 28 გამოჯანმრთელებულია.









