საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 162 შემთხვევაა დადასტურებული. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე – STOPCOV. GE განთავსებული.
აღსანიშნავია, რომ ვირუსით ინფიცირებულთა მათ შორის გამოჯანმრთელებულია 36 მოქალაქე.
ინფორმაციისთვის, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5067 ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 330 პირი. ახალი კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილია ერთი პაციენტი.