საქართველოში კორონავირუსის კიდევ ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა,- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
შესაბამისად, საქართველოში ჯამში კორონავირუსის 174 დადასტურებული შემთხვევაა.
„დღეს ჩვენთან ჩატარდა 15 პაციენტზე ტესტი, ოთხთთან მივიღეთ დადებითი“ ,- აღნიშნა ეზუგბაიამ.