საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 188-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 188-მდე გაიზარდა. მათგან 36 ადამიანი გამოჯანმრთელებულია, 2 კი – გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე განახლდა.

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 5 056 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 386 პირი.