საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 39 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 39 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ მონაცემები საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზეა განთავსებული. 

მონაცემების განახლებამდე  გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 36 იყო, რაც ნიშნავს, რომ გამოჯანმრთლებულთა რიცხვი სამით გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ ოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსის ​188 დადასტურებული შემთხვევიდან 39 პაციენტი გამოჯანმრთელებულია. კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილია ორი პაციენტი.

ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმშია 5056 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –  386 ადამიანი რჩება.