საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 195-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროისთვის ინფიცირებულთა რაოდენობა 195-ს შეადგენს. აქედან 39 ადამიანი გამოჯანმრთელებულია, ხოლო ორი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე განთავსდა.

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 4 735 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 383 პირი.