საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 46 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 46 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე განახლდა. 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 195 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 46 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 ადამიანი გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 4 708 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 370 პირი.