დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობას კიდევ ერთი დადასტურებული შემთხვევა დაემატა და ამ დროისათვის 196 შემთხვევა ფიქსირდება.
„დღეს დილით გვქონდა 7 ახალი შემთხვევა. ახლა დაემატა ერთი და ჯამში არის 196 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა 3271 გამოკვლეული ადამიანიდან ჯამში 3457 ნიმუში გაიტესტა,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმშია – 4708 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 370.








