საქართველოში კორონავირუსისგან 50 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართელოში კორონავირუსისგან კიდევ ორი ადამიანი განიკურნა. ჯამში, ქვეყანაში ვირუსული ინფექციისგან 50 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. 

შეგახსნებეთ ქვეყანაშ კორონავირუსით ინფიცირების 208 დადასტურებული შემთხვევაა. გარდაიცვალა სამი ადამიანი.