საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 227-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 227-მდე გაიზარდა. მათგან 52 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 4 829 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 410 პირი.