საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 1 ადამიანი განიკურნა. ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 52-ს შეადგენს.
ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე განახლდა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 227-ს შეადგენს. მათგან 52 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა.