საქართველოში კორონავირუსის 242 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 60 გამოჯანმრთელდა

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 242 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

კორონავირუსით ინფიცირებული 242 დადასტურებული შემთხვევიდან გამოჯანმრთელებულია 60 მოქალაქე.

ამასთან, უცხოეთიდან საქართველოს სამკურნალოდ გადმოყვანილია 3 პაციენტი.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 3 პაციენტი გარდაიცვალა.

ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმში 4856 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 370.