მისივე განცხადებით კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ორი პაციენტი: ორსული ქალბატონი და 79 წლის მამაკაცი გამოჯანმრთელდა.
” რაც შეეხება 79 წლის ბატონს, ამ შემთხვევაშიც შემოსვლისთანავე დაფიქსირებული იყო ორმხრივი მწვავე პნევმონია, მწვავე რესპირატორული დისტრესი. პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. ორჯერადად მიღებული გვაქვს უარყოფითი პასუხი და პაციენტი რამდენიმე საათში დატოვებს კლინიკას.
თქვენ იცით, რომ ხუთი ანალიზი გვქონდა გაგზავნილი, აქედან ორი იყო პირველადი, იქაც მიღებნული გვაქვს უარყოფითი პასუხები. დღეს განმეორებით ჩატარდება ტესტირებები და ვიმედოვნებთ, რომ ამ შემთვევაშიც მეორეჯერაც უარყოფით პასუხებს მივიღებთ და პაციენტები გაეწერებიან“, – განაცხადა ლევან რატიანმა.