საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 266-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 266 შეადგინა.

ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში 4 872 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 453 პირი.

ინფორმაციისთვის, 266 ადამიანიდან 67 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.