საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 306-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა. ქვეყანაში ვირუსი 306 ადამიანს დაუდასტურდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.

ინფიცირებული 306 ადამიანიდან 69 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 კი – გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 4 990 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 462 პირი.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.