საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში ვირუსი 336 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან 74 გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 5 000 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 449 პირი. ამასთან, საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.