საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ორი ადამიანი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში ამ დროისთვის, COVID19-ისგან 76 ადამიანი განიკურნა.
საერთო ჯამში, საქართველოში კორონავირუსი 340 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან 76 გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა. ამასთან, საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.