საქართველოში კორონავსირუსისგან კიდევ ერთი ადამიანი განიკურნა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან 87 ადამიანი განიკურნა.აღნიშნული ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე განთავსდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 394-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.