საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 3.9 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა თბილისის დროით 17:18 საათზე მოხდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი დაბა ქედასთან იყო.

UPDATE: სეისმური მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა 17:18 საათზე მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით დაზუსტებული მონაცემები გაავრცელა.

ცენტრის ინფორმაციით,  ტაო-კლარჯეთთან, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 5 კმ-ში მოხდა 4.1 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.