საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 3.9 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა თბილისის დროით 17:18 საათზე მოხდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი დაბა ქედასთან იყო.
UPDATE: სეისმური მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა 17:18 საათზე მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით დაზუსტებული მონაცემები გაავრცელა.
ცენტრის ინფორმაციით, ტაო-კლარჯეთთან, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 5 კმ-ში მოხდა 4.1 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.