საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გახანგრძლივდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები ქვეყანაში 10 მაისამდე იმოქმედებს.

„მივმართავთ პრეზიდენტს, უახლოესი დღეების განავლობაში მიმართოს პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის ქვეყნის მასშტაბით გაგრძელების თაობაზე 10 მაისამდე. ეს გახლავთ ის აუცილებელი ნაბიჯები, რომელიც სასწრაფოდა არის მისაღები, რათა ვირუსის გავრცელების შენელების ახალ ეტაპზე გადავიდეთ“ ,- განაცხადა გიორგი გახარიამ.