საქართველოში COVID-19-ისგან 48 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან 48 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. კარანტინის რეჟიმშია 4 682 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 375 მოქალაქე რჩება.

საქართველოში კორონავირუსი 208 ადამიანს დაუდასურდა , 3 მათგანი გარდაიცვალა. 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.  21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.  31 მარტიდან კი -საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.