საქართველოში კორონავირუსისგან 48 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. კარანტინის რეჟიმშია 4 682 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 375 მოქალაქე რჩება.
საქართველოში კორონავირუსი 208 ადამიანს დაუდასურდა , 3 მათგანი გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. 31 მარტიდან კი -საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.