“COVID-19-ის გამო მილიონზე მეტი ადამიანი ვეღარ მუშაობს, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფებს 165 000 ახალი ოჯახი დაემატა და ახლა ქვეყანაში 436 000 ოჯახი უკიდურესად გაჭირვებულ მდგომარეობაშია.”- წერია სოციალურ ჯგუფში ” ერთად მე& შენ”.
ჯგუფი პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში შეიქმნა და კამპანიის თანახმად, მოქალაქეები სურვილის შემთხვევაში სოციალურად შეჭირვებულ ადამიანევს ეხმარებიან. როგორც ჯგუფის პოსტებში ჩანს,ადამიანები სხვადსხვა პროდუქტს ქალაქების ქუჩებში ,შესამჩნევ ადგილას ტოვებენ,რადგან სოციალურად შეჭირვებულმა ადამიანებმა მისი დანახვა და აღება შეძლონ . ჯგუფში ფოტოები რუსთავიდანაც გამოჩნდა.
როგორც აღმოჩნდა კამპანიას ჩვენი ქალაქიც შეუერთდა. სოციალური ჯგუფის არსებობის იდეა კი შემდეგში მდგომარეობს. “ბევრ ჩვენგანს ხშირად საკმარისზე მეტი საჭმელი გვაქვს, რომლის ნაწილსაც გაფუჭების შემდეგ ვყრით. ხშირად მზად ვართ გავუნაწილოთ საკვები სხვას, თუმცა არ ვიცით როგორ. ამიტომ, სანამ კრიზისი გადაივლის – გავუნაწილოთ საკვები ერთმანეთს ქუჩაშივე, “ერთი მე, ერთი შენ” სახლიდან და მაღაზიიდან გამოსვლისას ჩააწყე პარკში სხვისთვის საკვები და დადგი შენთვის კომფორტულ ადგილას, შენივე უბანში, კვარტალში, ქუჩაზე.
დააწერე “საჭმელი” და ეცადე შედარებით დაცულ ადგილას: მაგიდაზე, ღობეზე, მოაჯირზე, ხის ტოტზე და ა.შ. განათავსო. #ერთადმედაშენ”-წერია ჯგუფის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.