პრემიერ-მინისტრის მრჩეველის სოზარ სუბარის განცხადებთ, ქალაქ ბოლნისისა და სოფელ რაჭისუბანის დანარჩენი მუნიციპალიტეტისგან გამოყოფის გადაწყვეტილება დაინფიცირებულთა რაოდენობის ზრდამ განაპირობა.
მისივე თქმით, იწყება ფართომასშტაბიანი ტესტირება.
“აქ დაინფიცირებულია არაერთი სამედიცინო პერსონალი და რადგან სამედიცინო პერსონალს უხდება ბევრ ადამიანთან ურთიერთობა, ბუნებრივია, გაჩნდა საფრთხე, ხომ არ არის ვირუსი მოსახლეობის ფართო ფენაზე გასული. ამიტომ ვიწყებთ ძალიან ფართო სკრინინგს, ტესიტრებას, რომ ბოლომდე აღმოვფხვრათ ყველა საეჭვო კერა და ყველა დაინფიცირებული გადავიყვანოთ შესაბამის კლინიკებში. რაჭისუბანსა და ქალაქ ბოლნისს შორისაც არის გაკეთებული საზღვარი, შლაგბაუმი და 5 საკონტროლო პუნქტია, მიმოსვლა მაქსიმალრუადაა შემცირებული ” , – განაცხადა სოზარ სუბარმა