ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობას პური დაურიგეს

 ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლების: ბოლნისის, ზემო ბოლნისის, სამწევრისისა და ფოლადაურის ადმინისტრაციულ ერთეულში, ბოლნისის მერმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სოფლის სპეციალისტებთან ერთად, სოფელ ბოლნისის თემში მოსახლეობას 200 ცალი პური დაურიგეს.

 ”მინდა მათ დიდი მადლობა გადავუხადო ამ შემოწირულობისთვის და ჩვენი მოქალაქეების გვერდში დგომისთვის. ვთვლი, რომ ქველმოქმედება საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ორმაგად დასაფასებელი და მნიშვნელოვანია”- აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.