უცნობმა პირებმა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი გაქურდეს

უცნობმა პირებმა ოზურგეთში ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარი გაქურდეს. გატეხილია შესაწირი ყუთები.ეკლესიიდან წაღებულია სანთლისა და სეფისკვერის თანხა. 

როგორც ცნობილი ხდება შემეთხვევა გვიან ღამით მოხდა. ამ დროისთვის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. 

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

 

 

 

წყარო:1tv