კორონავირუსთან დაკავშირებულ სპეციალურ ფონდში StopCoV ჩარიცხული თანხის მაჩვენებელი 100 მილიონი ლარით გაიზარდა.
მონაცემები საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ფონდში 100 მილიონი ლარი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გადარიცხა.
აღსანიშნავია, რომ ოფიციალური ინფორმაცია თი ვინ გადარიცხა თანხა ფონდში ჯერ არ გავრცელებულა.









