ახალი კორონავირუსის გავრცელების შეჩერების გზებზე და ქალაქში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს დღეს, რუსთავის მერიაში, ქალაქის სამედიცინო დაწესებულებების ჩართულობით გამართულ ონლაინ კონფერენციაზე.
კონფერენცია რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვისთვის შექმნილი სპეციალური საბჭოს სხდომის ფორმატში გამართა.
რუსთავის მერმა, ონლაინ კონფერენციაზე, ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა, რომელთან წვდომაც ყველა მოქმედ სამედიცინო დაწესებულებას უნდა ჰქონდეს.
ირაკლი ტაბაღუამ ახალ ინიციატივაზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც ქრონიკული დაავადებების მქონე რუსთაველებისთვის, სარეზერვო ფონდიდან მედიკამენტების შეძენას გულისხმობს.
ქალაქის მერიამ, პროგრამა, ოჯახის ექიმებთან კოორდინირებული მუშაობით უნდა აამოქმედოს რადგან, სწორედ მათ მიერ ონლაინ კონსულტაციის შედეგად გამოწერილ რეცეპტზე დაყრდნობით მოხდება კონკრეტული მოქალაქის მედიკამენტების დაფინანსება მერის სარეზერვო ფონდიდან.