ქვემო ქართლის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 23 შემთხვევაა დადასტურებული

ქვემო ქართლის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 23-მდე გაიზარდა. ინფიცირების ორი ახალი შემთხვევა ქვემო ბოლნისსა და მარნეულს უკავშირდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ქვემო ქართლში სახელმიწოფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ქვემო ბოლნისში დაინფიცირებული რამდენიმე დღის წინ კორონავირუსით გარდაცვლილი ქალის მეუღლე, 87 წლის მამაკაცია.

რაც შეეხება მეორე შემთხვევას, ის მარნეულს უკავშირდება. ინფიცირებულია ქალი, რომელსაც საზღვრის კვეთის ისტორია აქვს და მისი კონტაქტების ძიება მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 188 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 36 გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 ადამიანი გარდაიცვალა.