ქვემო ქართლში კორონავირუსის ოთხი ახალი დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება

ქვემო ქართლის რეგიონში ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის ოთხი ახალი დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

მხარის პირველი პირის, შოთა რეხვიაშვილის ინფორმაციით, გუშინ დადასტურებული ოთხი შემთხვევიდან ორი სამედიცინო კლასტერს უკავშირდება, ორი შემთხვევა კი სოფელ სავანეთის ოჯახურ კლასტერთან არის კავშირში.

ქვემო ქართლში სახლემწიფო რწმუნებულის განცხადებით, პირები რომლებსაც კოვიდ-19  დაუდასტურდათ, თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ და მათ კონტაქტები ფაქტობრივად არ აქვთ.

ჯამში ქვემო ქართლის რეგიონში კორონავირუსის 75 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, რომელთაგან 52 ბოლნისი წითელ ზონას უკავშირდება. კორონავირუსის 15 შემთხვევა ფიქსირდება მარნეულში, რუსთავში კი უცვლელად ვირუსით ინფიცირებულია 8 ადამიანი.

📢 #ვითარებარეგიონში ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-უახლესი ინფორმაცია რეგიონის წითელი ზონიდან ✔რა ვითარებაა ბოლნისსა და მარნეულში

Geplaatst door TV4.ge op Maandag 20 april 2020