ქვემო ქართლში კორონავირუსისგან 17 ადამიანი განიკურნა,მათ შორის ექვსი რუსთაველია

 ქვემო ქართლის რეგიონში კორონავირუსისგან 17 ადამიანი გამოჯანმრთელდა,მათ შორის ექვსი რუსთავიდან ,- ამის შესახებ ჟურნალისტებს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა განუცხადა.

მხარის პირველი პირის განცხადებით, უახლოეს დროში ელოდებიან დანარჩენი რუსთაველი პაციენტების გამოჯანმრთელებასაც.

შოთა რეხვიაშვილის  ინფორმაციით, მხარეში “კოვიდ 19″ -ის 84 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, საიდანაც 61 კოვიდინფიცირებული პაციენტი ბოლნისის მუნიციპალიტეტს უკავშირდება.

რაც შეეხება რუსთავსა და მარნეულს, სახელმწიფო რწმუნებულის ცნობით, მუნიციპალიტეტებში კორონავირუსის ახალი შემთხვევები არ დადასტურებულა.