ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გაზრდილი რისკების გამო,სოფელი სავანეთი დაიკეტება

სოფელ სავანეთთან დაკავშირებით გაზრდილი რისკების გამო, სოფელი სავანეთი გადაიკეტება და იქ განხორციელდება საკარანტინე რეჟიმი. ,- ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა ,შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.

„ორი ფაქტი მიემატა ბოლნისის მუნიციპალიტეტს. სამწუხაროდ, ერთი არის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმი ქალბატონი და სასწრაფოს ავტომობილის მძღოლის ოჯახის წევრი, შვილი. ჯამურად მივიღეთ 20 დადასტურებული ფაქტი ბოლნისში. ბოლნისში სოფელ სავანეთთან დაკავშირებით გაზრდილი რისკები იყო.

მდგომარეობა განვიხილეთ და დღეს უკვე შეგვიძლია დაგიდასტუროთ, რომ სავანეთი გადაიკეტება, სოფელში განხორციელდება საკარანტინო რეჟიმი. 38 სამედიცინო პერსონალი იყო დაკვირვების ქვეშ. ისინი მკაცრი კარანტინის სივრცეებში არიან გადანაწილებული. ექვსთან აღებულია საკვლევი მასალა და ველოდებით პასუხს“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა 

 

#ქვემოქართლი #ქვემოქართლისმხარე #კორონავირუსი #COVID19🔉 ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ,შოთა რეხვიაშვილი -უახლესი ინფორმაცია რეგიონიდან ✔ქვემო ქართლში კორონავირუსისგან რვა ადამიანი განიკურნა ✔მხარეში COVID19-ის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ✔ მთავრობამ ბოლნისის სოფელ სავანეთის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო

Geplaatst door TV4.ge op Woensdag 15 april 2020