ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ კორონავირუსისგან 73 წლის მამაკაცი, რომელსაც სიმსივნური დაავადება აქვს, კორონავირუსისგან განიკურნა. არსებული ინფორმაციით პაციენტი კლინიკას ხვალ დატოვებს.
როგორც ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, საავადმყოფოში მკურნალობას აგრძელებს „კოვიდ 19“-ის დიაგნოზის მქონე 23 პაციენტი, მათგან სამი კლინიკას ხვალ დატოვებს.
ამ დროისათვის საქართველოში “კოვიდ-19-ით” ინფიცირების 408 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის 97 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამჟამად კარანტინის რეჟიმში – 5015 ადამიანია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 573 პირი რჩება.