ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს 2012 წლიდან სარწყავი წყლის დაგროვილი დავალიანება ჩამოეწერება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა, სადაც ანტიკრიზისული გეგმის წარდგენა მიმდინარეობს.
მისი თქმით, აღნიშნული პირები სამელიორაციო გადასახადისგან მთელი 2020 წლის განმავლობაში გათავისუფლდებიან.
„სამელიორაციო საქმიანობის მხარდაჭერისთვის, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, 2012 წლის შემდეგ ყველა – ფიზიკური თუ იურიდიული პირის სარწყავი წყლის დაგროვილი გადასახადი იყოს გაუქმებული, ჩამოეწეროს, როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირს და ასევე, 2020 წლის სამელიორაციო საფასურისგან სრულად განთავისუფლდება, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი“,- განაცხადა გახარიამ.









