“შეიძლება გავხდეთ იძულებული და სასაფლაოების დახურვა მოგვიწიოს”

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, შესაძლოა სასაფლაოები დაიხუროს. ეს განცხადება მან ბრიფინგზე გააკეთა.

“შეიძლება გავხდეთ იძულებული და სასაფლაოების დახურვა მოგვიწიოს. დიდი ალბათობით, ჩვენ მოგვიწევს გარკვეული შეზღუდვების დაწესება. ეს სამწუხარო ფაქტია, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ახლა ვართ ბრძოლაში.

ყველანაირი შეზღუდვა რაც არსებობს ყველას ეხება, რაც შეეხება რელიგიურ ღონისძიებებს და ჩვენს ტრადიციებს, სასაფლაოების მონახულებას, ჩვენ სერიოზულად განვიხილავთ საკითხს განსაკუთრებით მსხვილ ქალაქებში, შეიძლება გავხდეთ იძულებული და სასაფლაოების დახურვა მოგვიწიოს. ეს პირდაპირ პროპორციულად არის დამოკიდებული ვირუსის გავრცელების იმ დინამიკასთან, რომელიც იქნება”, – განაცხადა  გიორგი გახარიამ.