შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცერს “კოვიდ-19” დაუდასტურდა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, ამ ეტაპზე, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული მებაჟე ოფიცრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
უწყების განცხადებით, მამაკაცის ინფიცირების წყარო მისი ნათესავი იყო, რომელსაც კორონავირუსი 13 აპრილს დაუდასტურდა.
“აღნიშნულ ინფიცირებულ პიროვნებასთან მებაჟე ოფიცერს ბოლო კონტაქტი 9 აპრილს ჰქონდა.ამასთან, გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 8 აპრილიდან საბაჟო დეპარტამენტის მებაჟე ოფიცერი იმყოფებოდა შვებულებაში, შესაბამისად მას კონტაქტი სხვა თანამშრომლებთან არ ჰქონია. შემოსავლების სამსახური ყველას სწრაფ გამოჯანმრთელებას და გამძლეობას უსურვებს.”,- აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.









