შოთა რეხვიაშვილი – თეთრიწყაროში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ბოლნისში – 2

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, თეთრიწყაროში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ბოლნისის მუნიციპალიტეტში კი – 2. მისი თქმით, ქვემო ქართლში კოონავირუსის 157 დადასტურებული შემთხვევაა.

როგორც შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა, ლუგარის ლაბორატორიამ თეთრიწყაროდან სულ 170 საკვლევი მასალა წაიღო აქედან 16 დადასტურდა.ყველა შემთხვევა ე.წ. სამედიცინო კლასტერს განეკუთვნება. თეთრიწყაროში ამ დროისთვის 38 დადასტურებული შემთხვევაა.

“თეთრიწყაროდან ლაბორატორიაში 170 საკვლევი მასალა იყო გაგზავნილი და 16 ადამიანზე დადებითი პასუხი მივიღეთ. ჯამურად, თეთრიწყაროში ამ ეტაპისთვის გავრცელების 38 ფაქტია. მერიის და საკრებულოს თანამშრომლები მოგეხსენებათ, მაღალი რისკჯგუფი იყვნენ და მათთან, საბედნიეროდ, ყველასთან უარყოფითი პასუხია. რაც დადასტურებულია ერთიანად, ყველა ცნობილი კლასტერია, 200-ზე მეტი კონტაქტია დაფიქსირებული, მათგან 100-ზე მეტია პირველადი, მჭიდრო კომუნიკაციის, ჩვენ ყველა უწყებასთან შეთანხმებული ვართ, რომ დღეს დავიწყოთ ამ ხალხის მკაცრ კარანტინში გადაყვანა”,-  განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.