ჩაკეტილი მუნიციპალიტეტიდან,სადაც რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია ,პროდუქტის რეალიზების მოთხოვნით გამართა, გუშინ 100 ტონაზე მეტი პროდუქტის გატანა მოხდა.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, მარნეულიდან სადისტრიბუციო კომპანიამ პროდუქტი 13 და 10 ტონიანი მანქანებით გაიტანა.
“მოგეხსენებათ რომ,არიან მშრომელი ხალხი და არის უხვი მოსავალი.მინდა ობიექტურად აგიხსნათ და საზოგადოებამ იცოდეს,ლოგიკურად შევხედოთ, მსხვილი მარკეტებიც კი დაკეტილია,რესტორნული და ტურისტული სერვისები და ინფრასტრუქტურა აღარ მუშაობს და ბუნებრივია ადგილობრივ ბაზარზე მოხმარება შემცირდა.
მიუხედავად ამისა, სადისტრიბუციო კომპანიამ, რომელთანაც ვთანამშრომლობთ, გაიტანა ხუთი დიდი მოცულობის 13-10 ტონიანი მანქანებით პროდუქცია.M2 ტრანზიტული გადაზიდვა გავაკეთეთ ავტომობილებით, დიდი მოცულობის მანქანაც იყო და ჩვენი ძალებით და დისტრიბუციით,ისე რომ მძღოლებს გარეთ კავშირი არ ჰქონოდათ”-განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა
ამასთან, მხარის პირველი პირის ცნობით, პროცესი მარნეულში დღესაც გრძელდება,ავტომობილები იგივე რეჟიმით იტვირთებიან
“100 ტონაზე მეტი წავიდა, დღეს მანქანები მისულია და იტვირთებიან და იგივე რეჟიმით ვიმოქმედებთ, დღესაც და ხვალაც, გამოვძებნეთ გამოსავალი ხელი შეგვეწყო ჩვენი გლეხობისთვის.”-განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა